შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ციხის ასასვლელში სავაჭრო ცენტრი და საპირფარეშო შენდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2019
გორის ციხის ასასვლელ ბილიკთან სავაჭრო ცენტრი, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და საპირფარეშო მოეწყობა. ამის თაობაზე ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია ,,სამშენებლო ტრესტი #3"-თან უკვე მოეწერა. კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე შეუდგა. სამუშაოები 2020 წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტი ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ხორციელდება. მისი სახელწოდებაა „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში და მდგრადი განვითარება“ პროექტი დამუშავებული ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია