სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2019
აბასთუმნის შემოვლითი გზის წინასწარი კვლევის ანგარიში სექტემბერში გაიმართა. საჯარო განხილვა ისე დასრულდა, რომ ადგილობრივებს კითხვა არ დაუსვამთ. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბუნების დამცველები. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთიანი წერილი მოამზადა, სადაც გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტის შეჩერება მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, პროექტი არ შეჩერებულა.„ჩვენი მოთხოვნა პროექტის შეჩერება იყო და ეგ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ასეთი პასუხი მოგვივიდა, ჯერ არ არის დამთავრებული პროცესი, წარმოება მიმდინარეობს და ვათანხმებთ სხვა უწყებებთანო“, - აცხადებენ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“.შემოვლითი გზის პროექტი, რომელზეც განხილვები მიმდინარეობს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გაივლი და 14 კილომეტრიანი იქნება. ამავე მონაკვეთის სამ კილომეტრზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც ობსერვატორიის ტერიტორიას მიუერთდება.პროექტის განმახორციელებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომელმაც გარემოს ზემოქმედების შეფასებისთვის დოკუმენტი სამინისტროს გადაუგზავნა. უწყებაში ჯერ შემოვლითი გზის პროექტზე თანხმობა არ გაუციათ, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სკოპინგის დასკვნის მზადდება:„პროექტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გაცემული არ არის თანხმობა. თუ დასკვნა გაიცემა, სავარაუდოდ, ეს ან ამ წლის ბოლომდე ან ახალი წლის დასაწყისში მოხდება“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, უწყებაში გაანმარტავენ: „შენიშვნებს ბევრი გვიგზავნის. ძალიან ბევრია შემოსული ზარებიც შენიშვნების სახით და მიმდინარეობს მათი განხილვაც. თუმცა რა აისახება და რა არა, დასკვნის გაცემის შემდეგ გამოჩნდება“. მას შემდეგ, რაც გარემოსდაცვის სამინისტრო შემოვლითი გზის მშენებლობაზე თანხმობას გასცემს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროექტზე სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს. მათი ვარაუდით, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აბასთუმანი–ბაღდათის გზას, პირველი პროექტის მიხედვით, კურორტზე უნდა გაევლო, თუმცას ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტული პროექტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კურორტზე მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ და სხვა ტრანსპორტი აქ ვეღარ გაივლის, გეგმა შეიცვალა.ამავე თემაზე ნახეთ - ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე [თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია