შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის მერია ახალ ნაძვის ხეს შეიძენს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2019
ტენდერში მონაწილეობის მიღება 10 დეკემბრიდანაა შესაძლებელი. დოკუმენტაციაში არაა მითითებული თუ როგორ ნაძვის ხე იყიდიან ან რა ფორმის საახალწლო აქსესუარები იქნება.ღონისძიება 31 დეკემბერს ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ეზოში გაიმართება.„საახალწლო კონცერტში მონაწილეობას სამუსიკო სკოლის და კულტურის ცენტრის მოსწავლეები მიიღებენ. ასევე სხვადასხვა სოფლებიდან ადგილობრივი ანსამბლებიც ჩამოვლენ. ნაძვის ხესთან ფიფქიასა და თოვლის პაპის ფორმაში გადაცმული მსახიობები იდგებიან და იქ მყოფ ბავშვებს საჩუქრებს, ტკბილეულს დაურიგებენ“,- გვითხრეს ნინოწმინდის მერიაში.მათივე თქმით, საჩუქრებისა და საახალწლო განათებების დამონტაჟებისთვის გამოყოფილია 4 000 ლარი. გარდა ამისა, დაარიგებენ მისალოც ბარათებს, რომლის დამზადებისთვის 500 ლარია განსაზღვრული.[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია