შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფხვენისის სკოლაში ქურდობის ფაქტის შემდეგ დარაჯი გაათავისუფლეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან დარაჯი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი დაკისრებული მოვალეობის შესრულებლობა გახდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზი, სკოლიდან კომპიუტერების ქურდობისას გამოვლენილი უყურადღებობა გახდა. ,,დარაჯის მოვალეობა იყო შეემოწმებინა იმ ღამით სკოლის ტერიტორია. ის საერთოდ არ გამოსულა სახლიდან და არ შეუმოწმებია სკოლის ტერიტორია. ქურდობის ფაქტის შესახებ ჩვენ მხოლოდ დილით, სკოლაში მისვლისას გავიგეთ" - ამბობს სკოლის დირექტორი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია