კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელფასო ფონდზე 2 მილიონ 290 000 ლარია გათვალისწინებული

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე 2 მილიონ 290 000 ლარია განსაზღვრული.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით სახელფასო ფონდი არ გაზრდილა.

,,მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯები არცერთ მუხლში არ არის გაზრდილი თანხები. პირიქით შემცირდა 20 000 ლარით. ისე როგორც გასულ წელს, სახელფასო ფონდი მომავალ წელსაც 2 მილიონ 290 000 ლარით განისაზღვრება”,– განუცხადა KNEWS.GE-ს ნატო გონგაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია