მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ვარ, მაკისრია ვალდებულება, ხმა ავიმაღლო ოკუპაციის დამღუპველი ცოდვის, ჩემი ქვეყნის უცხო სახელმწიფოს მიერ დაპყრობისა და ბოროტების იმ "იარაღების", წინაააღმდეგ, რომლითაც ოკუპაცია ხორციელდება. ტრაგიკულია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ტანკზე თუ ბომბდამშენზე ეფექტურად ე.წ. "ერთმორწმუნეობას" იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, რბილ ძალად, იდეოლოგიურ მანქანად, რასაც ქრისტეს მიერ ნაქადაგებ და ჯოჯოხეთის მძლეველ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს."- განაცხადა მეუფე მელქისედექმა.