შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით დარჩია ბოლო წლებში უეცრად გამდიდრებულთა სიაში მოხვდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2019

„ვის ეკუთნის საქართველო?“ - უკვე 1 წელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ სახელწოდების წიგნზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც საქართველო 2012 წლის შემდეგ უფრო და უფრო მეტად ხდება ოლიგარქი ივანიშვილის საკუთრება. 

წიგნი სათაურით „ვის ეკუთვნოდა საქართველო“ პირველად 2012 წელს გამოიცა და საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის ძირითად მოთამაშეებს და მმართველ პარტიასთან მათ კავშირებს ეძღვნებოდა. წიგნის მთავარი თემა პოლიტიკისა და ბიზნესის გადაკვეთა იყო – იმ საფრთხეებთან ერთად, რომლებსაც ასეთი გადაკვეთა უქმნიდა, ერთი მხრივ, საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას კერძო სექტორში.

პირველი წიგნის გამოცემიდან შვიდი წლის თავზე ეს საფრთხეები არათუ არ გამქრალან, არამედ სრულიად ახალი განზომილება შეიძინეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად. ცხადია, რომ ვითარება, როდესაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი იმავდროულად მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, ახალი ტიპის გამოწვევაა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და მისი საკვანძო ინსტიტუტებისთვის. რა შედეგები აქვს ძალაუფლების ამგვარ კონსოლიდაციას სასამართლოსთვის, სამართალდამცავი სისტემისთვის ან მედიისთვის? როგორ აისახება ის საარჩევნო პროცესზე? რა გავლენას ახდენს ის მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და როგორ ცვლის მათ უშუალო საცხოვრებელ გარემოს? ამ კითხვებზეა პასუხები ძირითადად წიგნში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წიგნში ქვეყანა რამდენიმე ძირითად თავად დაყო. თბილისის განვითარების მომავალი შეისწავლა. დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილს როცა სჭირდება, კანონს არღვევს, როცა არა, კი კანონს ცვლიან. მაგალითად „პანორამა თბილისის" პროექტი, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის საზღვრები დააკორექტირა და თბილისის ისტორიულ ნაწილში 29 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინა. 

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას 2012 წლის მონაცემებითა და დეკლარაციის მიხედვით, საბანკო ანგარიშზე 20 ლარი ჰქონდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელში კი საჩუქრად „ქართუ ბანკისგან“ 15 ათასი ლარი მიიღო. გამდიდრდნენ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების ფაქტზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

არაფორმალური კონტროლისა და სახელმწიფოს მიტაცების აშკარა ნიშნებზე განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა. ეკა გიგაური ამბობს, რომ სახეზეა სასამართლოს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მართვის ყველა რგოლის მიტაცება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია