შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფლების გაზიფიცირებას „ეს–ჯი–გაზ–კომპანი“ უზრუნველყოფს. ამ ეტაზე 64 სოფლიდან 42–ია გაზიფიცირებული.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 2021 წლამდე ახალქალაქში მხოლოდ ორი სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. ბუნებრივი აირი შევა პტენასა და ჩუნჩხაში.გაზიფიცირების მოთხოვნით, სოფელ აბულის მოსახლეობა ხუთ დეკემბერს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ აბულის გაზიფიცირების საკითხი 2020 წელს მოგვარდება.[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია