გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

GDI აქციების დაშლაზე: სამართალდამცავები ძალას იყენებენ არაპროპორციულად, რაც ლეგიტიმაციას აცლის მათ ქმედებებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2019

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, 2019 წელს მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით. ამის მაგალითად მათ 20-21 ივნისის აქციისა და პარლამენტის პიკეტირებების დაშლა და LGBTQI თემისთვის გამართული კონტრაქციები მოჰყავთ.

მათი განცხადებით, პარლამენტის ბლოკირება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ქცევა და გამოყენებული ძალა ლეგიტიმაციას აცლის მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებაში ჩარევას. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო მანიფესტაციის დასაშლელად მიმართავს არაპროპორციულ ძალას და არ იცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მანიფესტაციის დაშლის წესსა და პროცედურებს.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს კერძო პირთა მიერ ამ უფლებით სარგებლობა და არ დაუშვას მესამე პირების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ნებისმიერი ფორმა.

"მიუხედავად ამისა, ხშირია კონტრაქციის მონაწილეებისმ მხრიდან ძალადობის გამოვლენის შემთხვევები, რაზეც სამართალდამცავი უწყებებიმარასათანადოდ რეაგირებენ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, პოლიციამ არ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა, რომ კონფლიქტები აერიდებინა ქართული ოცნების ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტების პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა კონტრაქცია გაუმართეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"პოლიციის არასაკმარისი რეაგირება და არსებული დაძაბული ფონი მთლიანობაში ქმნის ვითარების ესკალაციის სერიოზულ საფრთხეებს, რაზეც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია