შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღევანდელი კრიზისი , ხელისუფლებაში დარჩენის მოტივითაა განპირობებული- რურუას წერილი ციხიდან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2019

„მთავარი არიხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს

„ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო, თანამოქალაქეებო!
მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გ.რურუა.
ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა, იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.
გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს!
დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.

განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს!
ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თანგაწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილისი და სხვების მაგალითებით!

პოლიტპატიმარი გ.რურუა“ - წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია