შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა გვარამია : "ხელისუფლებამ სატელევიზიო რეიტინგის გამზომი AGB Nielsen აიძულა გავიდეს ბაზრიდან"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2019

სატელევიზიო რეიტინგის ერთადერთი ვალიდური გამზომის AGB Nielsen ბაზრიდან გასვლას, ტვ "მთავარის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმიანება და წერს:

"მოკლედ, ხელისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, ბოლობოლო, სატელევიზიო რეიტინგის ერთადერთი ვალიდური გამზომი AGB Nielsen კომერციულად ჩამოანგრია და აიძულა, გავიდეს ბაზრიდან. იანვრიდან ბაზარზე რჩება ერთადერთი გამზომი, ტელეკომპანია იმედის რეალურ საკუთრებაში მყოფი კანტარ მედია.

იმ ვითარებაში, თუ

ახალი გამზომის კორპორაციული სქემა და უფლებამოსილებების სისტემა არ იქნება გამოტანილი ღია საჯარო განხილვაზე;

არ იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული ფილტრი და ბარიერი რეიტინგების გაყალბების შესაძლებლობის გასანეიტრალებლად;

და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ყველა ტელევზიის, სარეკლამო სააგენტოს და, ასევე, ყველა წონადი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, და მომავალში ფუნქციონირებას არ გააგრძელებს მათივე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ,

ჩვენ უარს ვაცხადებთ კანტარ მედიასთან თანამშრომლობაზე და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა ტელევიზიას და სარეკლამო სააგენტოს"-წერს გვარამია..

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია