შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში “სმენისა და მეტყველების სახლი” გაიხსნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2019

ხვალ თელავში რეაბილიტაციის ცენტრი “სმენისა და მეტყველების სახლი“ გაიხსნება.

რეაბილიტაციის ცენტრი ჩამოყალიბდა ევროკავშირის დაფინანსებით ASB საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” ფარგლებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.

რეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ორგანიზაცია “მოვუსმინოთ სამყაროს“. ცენტრის მიზანია, მომსახურება მიაწოდოს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სმენის დაქვეითების, კოხლეარული იმპლანტის მქონე და მეტყველების დარღვევის მქონე 0-18 წლამდე პირებს.

„რეაბილიტაციის ცენტრის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ცენტრი უზრუნველყო ფართით და ტექნიკური აღჭურვილობით და შპს” KINDSMENA”-ს, რომელმაც იზრუნა ფართის სრულ რეაბილიტაცია – ინვენტარიზაციაზე“, – განაცხადა ორგანიზაციის “მოვუსმინოთ სამყაროს“ თავმჯდომარე მაია ხუციშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია