გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციის დარეგისტრირებული კანონპროექტი ღიმილისმომგვრელია - კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2019

ოპოზიციის იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა, საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, თანდათანობით ჩვენ ამ შედეგამდე მივალთ - აცხადებს  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროქტის შესახებ ისაუბრა.  

 კობახიძის თქმით აღნიშნული კანონპროექტი არაკონსტიტუციური და ღიმილისმომგვრელია. 

"გერმანული მოდელი ცალსახად არის არაკონსტიტუციური. სწორედ ამ საფუძვლით მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გაგვეგრძელებინა განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში, ამასთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული დისკუსია, აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო, კერძოდ, დარეგისტრირდა ეს კანონპროექტი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, თითქის აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი, ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატს და საკონსტიტუციო სასამართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში რაიმე ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში, ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს ისევე როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება, ასევე ეს განცხადება, თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს მიმანიშნებელია იმის, რომ მათ იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა, საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, თანდათანობით ჩვენ ამ შედეგამდე მივალთ”

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია