შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს - მოძრაობა შეცვალე პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2019

მოძრაობა "სირცხვილია" კვლავ პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. პროტესტი 12 დეკემბერს, დილის 9 საათზე დაიწყება. "სირცხვილიას" აქტივისების თქმით, ისინი პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნების მოწყყობას აპირებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მშვიდობიან აქციას სამოქალაქო საზოგადოებაც შეურთდება და ყველა ერთად მოსამართლეების უვადო დანიშვნისს პროცესს გააპროტესტებს. 

"მოგეხსენებათ, სასამართლოს თემაზე ჩანიშნულია პირველი საკომიტეტო მოსმენები, ამიტომ დაანონსებული გვაქვს აქცია, რასაც შემოუერთებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება. მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს",-აღნიშნა შოთა დიღმელაშვლიმა. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია