გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არის ქალი - მარტო სახლში, რომელიც თამაშობს პრეზიდენტობანას"- ხუხაშვილი პრეზიდენტზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2019

"მარტო სახლში, რომელიც თამაშობს პრეზიდენტობანას" - ასე ეხმაურება პოლიტილოგი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელიც ქართულ ჯარს ეხებოდა.

"მას ვერ გაუცნობიერებია, რომ ის არის ქვეყნის მთავარსარდალი. ეს არის ქალი - მარტო სახლში, რომელიც თამაშობს პრეზიდენტობანას. მას სამშობლოს განცდა არ აქვს.

საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები, ჩვენი დასავლელი მეგობრები ერთხმად აღიარებენ, რომ სამშვოდობო მისიის ქართველი წარმომადგენლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გამოდის ქვეყნის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ისინი საერთოდ არ არსებობენ. ზურაბიშვილის განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ საკუთარ ქვეყანას" - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია