შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კაცმა არ იცის რისი თქმა უნდოდა ჩვენს კეკელოს..."- ზურაბ გურული პრეზიდენტის განცხადებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2019

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი,მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ, ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:

"კაცმა არ იცის რისი თქმა უნდოდა ჩვენს კეკელოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი; მთავარი ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ფლობს სახელმწიფო ენას.
ცხადია მისი ამომრჩევლებისათვის ეს არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას, ისევე როგორც მთავრობის დანარჩენი წევრების არაკომპეტენტურობა; ბოლოდროინდელ მაგალითად ჯანდაცვის მინისტრიც გამოდგება. მაგრამ არც ეს არის მთავარი.
ამაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყნის დე ფაქტო მმართველიც გაუნათლებელი იდიოტია, რომელიც არამარტო სახელმწიფო ენას, არამედ ვერცერთ ენას ვერ ფლობს.
პრინციპში, არც ეს არის ყველაზე მთავარი.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ სიტუაციას სრული გულგრილობითა და განურჩევლობით უყურებს ქვეყნის მოსახლეობის 60%; დაახლოებით 25 % აღტაცებით და მხოლოდ 15 % ფაფხურობს რაღაცას უშედეგოდ, თან თავს ირწმუნებს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ზემოთხსენებულ შანტრაპას დემოკრატიული გზით მიახვედრებენ წასვლას"- წერს ქართველი ექიმი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია