სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2019
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიხედვით, მთის სტატუსი დღეს მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 731 დასახლებას. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246 012 მოქალაქე.„პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ მთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.პრემიერ-მინისტრის თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, მთა უნდა გახდეს მდგრადი, უნდა გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელს ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია