შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნომერ პირველი თაღლითი!"-ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2018

ბიძინა ივანიშვილი - ნომერ პირველი თაღლითი! - ამ სახელწოდებით "ვარსკვლავი" სამოქალაქო აქტივისტებს ჯგუფმა ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გახსნა.

ამ ფორმით მოქალაქეებმა ის დაპირებები გააპროტესტეს, რომელსაც ივანიშვილი იძლეოდა და მხოლოდ დაპირებებად დარჩა.

„ჩვენ ქუჩაში გხვდება პლაკატები, რომლებიც გვახსენებენ 10-12-13 წლის წინანდელ ამბებს ამ ქვეყნისას, თუმცა ჩვენ გვახსოვს გუშინდელი, გუშინწინდელი დღე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებები დარჩა დაპირებებად და ლამაზ ტყუილებად. შესაბამისად, მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ამ ადამიანს თავისი სახელი დაარქვა და ჩვენ დღეს გავუხსენით, აქ ამოვედით, სხვა და სხვა საზოგადოებრივი დაჯგუფებები „ საქართველოს ნომერ პირველ თაღლითს“ თაღლითის ვარსკვლავი!“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები თქმით, ქვეყანამ თითქმის ყველა სფეროში რეგრესი განიცადა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება არის საგანგაშო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია