შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2019

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორგანიზებით თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. უწყების დასაქმების პროგრამის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზერაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებელსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

”დღეს თელავში იმართება დასაქმების რიგით მეათე ფორუმი. წარმოდგენილია 30-ზე მეტი კომპანიის 500-მდე ვაკანსია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ერთ სივრჩეში სამუშაოს მაძიებლებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აირჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.

ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს სწრაფად, კვალიფიკაციის შესაბამისად, დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს”, – განუცხადა knews.ge-ს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.

ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია