სალომე ზურაბიშვილი რომ ყოფილიყო დღეს უკრაინის მთავარსარდალი, იტყოდა, პროვოკაცია ჩვენი მოწყობილია მოდი გამოვიძიოთ- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. ის ამბობს, რომ რუსეთის მორიგმა პროვოკაციამ და აგრესიამ აზოვის ზღვაში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა სახიფათო რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც აქვს გამოცდილება რუსეთის აგრესიის შეჩერების:
სალომე ზურაბიშვილი რომ ყოფილიყო დღეს უკრაინის მთავარსარდალი, იტყოდა, პროვოკაცია ჩვენი მოწყობილია მოდი გამოვიძიოთ, მოდი, მოდი ჩვენი ჯარისკაცები დავკითხოთ, მოდი ჩვენი ჯარისკაცები გადავაგზავნოთ საერთაშორისო სასამართლოში, ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს რა საშიშ რეგიონში ვცხოვრობთ..." განაცხადა სააკაშვილმა "ტვ პირველზე" " დღის ამბებში"