გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" თქვენ ხართ მავნე, გადამგდები, სიძულვილის მთესავი, უნიჭო და უტუხი მონების ბრბო!"- ირმა მგელაძე "ქართულ ოცნებას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2019

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ 14 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების და მასწავლებლების  ჩაყვანას ეხმაურება და წერს:

"ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ბრიყვი თავისაზეც ვერა!- აი იმ მოცემულობის მოკლე შეფასება რომელიც 14 დეკემბერთან დაკავშირებით შეიძლება გააკეთოს ობიექტურმა ადამიანმა. წინა ხელისუფლებას, რომელმაც რევოლუციურ რეფორმები განხორციელა, რომელმაც ჭაობიდან შექმნა მყარი ქვეყნის კონსტრუქცია, სწავლის მოტივაცია მისცა ახალგაზრდებს, შექმნა დაპურებული, აღჭურვილი, ჩაცმული ჯარი, გააოთხმაგა ქვეყნის ბიუჯეტი, ხელმისაწვდომი გახადა ბევრი ევროპული სიკეთე და კიდევ ძალიან ბევრი წინსვლა და წარმატება ქონდა, მან ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ხელისუფლება ასეთი " თავისი სურვილით" გულანთებული საჯარო მოხელეების იძულებით. აი თქვენ, დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც მკვეთრად შეარყია ქვეყნის მყარი კონსტრუქცია, რომელმაც ერთი რეფორმაც კი ვერ განახორციელა, დაამშია და გააღატაკა ერი, თქვენ გამოგივათ ასეთი ძალადობის გზით შეკრებილი "მომხრეებით" ხელისუფლების შენარჩუნება?რის დემონსტრირებასაც ცდილობთ გაუმართლებელია ეგ გზა, უკვე მერამდენედ... მაგრამ ვიმეორებ, ბრიყვები თავის შეცდომებზეც ვერ სწავლობენ, თქვენ ხართ მავნე, ყველა წინა შეცდომის უფრო "წარმატებულად" გამეორებაზე ორიენტირებული, გადამგდები, სიძულვილის მთესავი, უნიჭო და უტუხი მონების ბრბო! "აღდგომა და ხვალეო"..."- წერს მგელაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია