შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაჟა ექიმის ტყვეობიდან დახსნა? არა... აბა მშიერ, უსამსახურო, მოჯამაგირეებად ქცეულ ადამიანებს რა ჯანდაბა გვეზეიმება? "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2019

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ 14 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების ჩაყვანას ეხმაურება და წერს:

"ნეტავ მართლა რას გაზეიმებენ ხალხო? ევროკავშირის თავმჯდომარეობა ალფავიტით გვერგო(იქნება მოგატყუონ ჩვენი დამსახურებააო), წარმატებული ეკონომიკა? არა. სამუშაო ადგილების შექმნა? არა. დოლარის გაიაფება? არა. ტრანსპორტის ფასის კლება? არა. განახევრებული ტარიფები? არა. რაიმე მიღწევა? არა.ემიგრანტების დაბრუნება? არა. ვაჟა ექიმის ტყვეობიდან დახსნა? არა. აბა მშიერ, უსამსახურო, მოჯამაგირეებად ქცეულ ადამიანებს რა ჯანდაბა გვეზეიმება? "- წერს მგელაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია