გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართველი ემიგრანტი - "ბიძინა და მისი ერთგული მარიონეტები უსისხლოდ არაფერს დათმობენ"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 დეკემბერი 2019

"ბიძინა და მისი ერთგული მარიონეტები უსისხლოდ არაფერს დათმობენ. ბუნებრივიცაა; უკვე იქამდე შეტოპეს, რომ ყველა მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ელის ქონების კონფისკაციით; ამიტომ ბოლომდე იბრძოლებენ.
ამ კრიმინალურ ბანდას საკუთარ მობილიზაციაში ჰყავს დაახლოებით 500 ათასიანი სახელმწიფო მოსამსახურეთა რესურსი, თავისი ერთგული პოლიციით, რომლებიც დაუნდობლად გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ მარჩენალს შეეხება. 14 დეკემბერს ნახავთ ამ მობილიზაციის მაგალითს.
მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს არ აღელვებს რეალობა იმდენად, რომ აქტიური პროტესტი გამოხატოს. შესაბამისად, რჩება მხოლოდ რამდენიმე ათასკაციანი ოპოზიციური ფრონტი, რომელსაც ფიზიკური ძალა არ ეყოფა სიტუაციის შესაცვლელად.
ამრიგად, პერმანენტული მშვიდობიანი პროტესტი ერთადერთი რეალური გზაა ამჟამად. ერთი, რაც შეიძლება დაემატოს, მოპროტესტე პარლამენტარების სრული ბოიკოტი პარლამენტს და ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის და პარლამენტის შექმნა შესაბამისი საერთაშორისო აღიარების მოთხოვნით.
პარალელურად უნდა შეიქმნას ჩრდილოვანი მთავრობა, რომელიც წარადგენს საკუთარ პროგრამას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ეს საჭიროა იმისათვის, რომ საზღვარგარეთმა დაინახოს ქმედითი ალტერნატივის არსებობა და თანაც საჭირო მომენტში ქვეყანა არ მოექცეს ქაოსში.
თანაც, ჩრდილოვანი პარიტეტული მთავრობა, ოპოზიციის ბალანსური განაწილებით, იმიტომაც არის საჭირო, რომ ივანიშვილს მოესპოს სააკაშვილით მანიპულაციის საშუალება მასებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უსასრულოდ, და ამავე დროს ეფექტურად, ატრიალებს ამ "ნაცბუას".

ზურაბ გურული; ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი;

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია