შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაჟა ექიმი არის ქვეყნის ეროვნული ცნობიერების სახე- მღვდელმონაზონი ანდრია სარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 დეკემბერი 2019

"ვაჟა ექიმი არის ქვეყნის ეროვნული ცნობიერების სახე. სახელმწიფოსა და კონკრეტული ადამიანებისთვის გაუგებარია რას ნიშნავს გმირობა, მოწამეობა, ტანჯვა და ქვეყნის სიყვარული. ადამიანი როდესაც შეგუებულია მონობას და მასში ჩამოყალიბებულია მონობის ინსტიქტი, ძალიან ძნელია მოსთხოვო გმირობა, მისთვის ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან არასდროს უფიქრია გმირობასა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. სწორედ გიორგი ანწუხელიძის, არჩილ ტატუნაშვილისა და ვაჟა ექიმის მსგავსი გმირობები ხდება ადამიანებისთვის სამაგალითო სახელმძღვანელო, რაც ჩვენი ერის გამოსაფხიზლებელი და ამ სისტემის მონური განწყობილების დანგრევის საწყისია. სოლიდარობას ვუცხადებ ოკუპანტებისგან ტანჯულ ექიმს და დავდგები იქ სადაც ეს თავგანწირული მამულიშვილი დგას. მასთან ერთად ვიტანჯებით ჩვენც და იმედია ერთად განვთავისუფლდებით ამ სიმძიმისგან. თქვენთან ვართ ბატონო ვაჟა, ღმერთმა დაგლოცოთ!"

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია