შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რაიონი რომ ღარიბია ელისაშვილმა ახლა "დაგუგლა"- წილოსანი ელისაშვილს პასუხობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 დეკემბერი 2019

ჩოხატაურის ბაზარში „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებთან ერთად ალეკო ელისაშვილის ვიზიტს, სოციალურ ქსელში, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმაურება.
წილოსანი აცხადებს, რომ რაიონში სიღარიბეს ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს და ებრძვის.


"დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო .

- ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს

- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა.

- რაიონი რომ ღარიბია ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შ

შემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს .

კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ანვითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე ბატონო ალეკო შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს" - წერს წილოსანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია