შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 დეკემბერი 2019
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.აქციაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.„ოცნების“ მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქციაში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთიდან წასული საჯარო მოხელეებიც იღებენ.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.აქ ვართ ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი თაობის ამოცანაა, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა და ვეღარავინ მოახერხებს საქართველოს ამ გზიდან გადაყვანას, სწორედ ამ პოლიტიკური კურსის გამტარებელია „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია