გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდესაც მე პარიზში ვიზრდებოდი, არსებობდა მხოლოდ ერთი ოცნება, როდის დავბრუნდებით საქართველოში - ზურაბიშვილი ემიგერაციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2019

როდესაც მე პარიზში ვიზრდებოდი, არსებობდა მხოლოდ ერთი ოცნება, როდის დავბრუნდებით საქართველოში - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალაომე ზურაბიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ჩვენი ემიგრაცია ნაკლებად პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე არის წასული, თუმცა არის ნაწილი, რომელიც ასევე წავიდა და ელოდება რაღაც პოლიტიკურ ცვლილებებს, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი წასულია ეკონომიური მიზეზებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ამ აქვეყანაში ვერ ნახეს იმ დროისთვის თავიანთი პოტენციალის ადგილი.

„მე საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი, მაგალითად, რაოდენ დაფასებული არიან საფრანგეთის ყველა ქალაქში და ყველა საავადმყოფოში ჩვენი ექიმები. ჩვენი ექიმები დაფასებული არიან მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყვნენ, ძალიან წარმატებულ ადგილებს იკავებენ, ეს იქნება კვლევაში, თუ საავადმყოფოებში. ეს არის, ალბათ, ჩვენი ერთ-ერთი გენეტიკური პოტენციალი, მაგრამ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ემიგრაციასთან კავშირი უნდა შევინარჩუნოთ, იმთავითვე დაბრუნების საკითხი გაჟღერდება. დაბრუნების საკითხი დღევანდელ მსოფლიოში სულ სხვანაირად დგას. ჩემს დროს, როდესაც მე პარიზში ვიზრდებოდი, არსებობდა მხოლოდ ერთი ოცნება, როდის დავბრუნდებით საქართველოში. ვინ დაბრუნდა, ვინ ვერ დაბრუნდა, იქ, ვინ არის დასაფლავებული - ლევილის სასაფლაოზე და ვინ ოცნებობდა ბოლომდე. ერთ-ერთ საფლავზე წერია, რომ ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს შეცვლილია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი ემიგრაცია ნაკლებად პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე არის წასული, თუმცა არის ნაწილი, რომელიც ასევე წავიდა და ელოდება რაღაც პოლიტიკურ ცვლილებებს, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი წასულია ეკონომიური მიზეზებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ამ აქვეყანაში ვერ ნახეს იმ დროისთვის თავიანთი პოტენციალის ადგილი. წავიდნენ უცხოეთში, რომ მოიპოვონ თავიანთი გზა. სტუდენტები, რომლებიც დარჩნენ და ა.შ. მათი დაბრუნება-არდაბრუნება აღარ არის რაღაც, თეთრი და შავი. დღევანდელ დღეს, შეიძლება რაღაც მრავალი ფორმით დაბრუნდე შენს ქვეყანაში, დაბრუნდე დროებით, დაბრუნდე სხავადასხვა კავშირებით. იქ ცხოვრობდე, მაგრამ აქ მოღვაწეობდე. დღეს კომუნიკაციის ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია