შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონგრესმენი გახარიას: შოკში ვართ პროპორციულის ჩაგდებით იმედია დაუყოვნებლივ გამოასწორებთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2019

ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში, ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე. გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო პროგრესირდებოდა და ავითარებდა დემოკრატიას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვართ შოკირებულნი, რომ დაპირებული რეფორმები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების თაობაზე უარყოფილ იქნა მმართველი გუნდის მიერ. საქართველო ამ რეფორმებზე ვენეციის კომისიასთან და ევროკავშირთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაშ მუშაობდა. ეს კეთდებოდა არა ხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ოფიციალური პირები წარმატებით დაასრულებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტზე შეთანხმდებიან. ქართულ საზოგადოებას უნდა მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული. მათ უნდათ მთავრობა, რომელიც ასოცირებული იქნება დასავლეთთან და მიისწრაფვიან ნატოსა და ევროკავშირისკენ. სწორედ ამან გამოყვანა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში საკუთარი წუხილის გამოსახატად, მაგრამ მათ ძალადობრივად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს პროპორციული ძალა ძალადობრივი გამოსვლების ჩასახშობად, დემოკრატიულმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, გამოხატონ მათი აზრი. ასობით დემონსტრანტის, ჟურნალისტისა და ოპოზიციური ლიდერის დაშავების და, უფრო მეტიც, ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელი აღმოჩნდა ჩვენთვის", - ვკითხულობთ წერილში.

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია