შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

განათლების სამინისტრომ დღეს, 27 ნოემბერს, ახალციხესა და ახალქალაქის სკოლების 38 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადასცა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2018
კომპიუტერების გადაცემის ცერემონია ახალციხის ციხის ციტადელზე გაიმართა. განათლების სამინისტრომ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 31 კოპიუტერი ახალციხის საჯარო სკოლის, ხოლო შვიდი ახალქლაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადასცა.„ეს ჯილდო პირველ რიგში სტიმულს მაძლევს, რომ მომავალშიც უკეთესად ვისწავლო“, – ამბობს ერთ–ერთი მოსწავლე ივანე აღლემაშვილი. ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში კომპიუტერი რვა მოსწავლეს გადაეცა. „წლების განმავლობაში ვცდილობდი კარგად მესწავლა, ეს დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელო“, – გვითხრა ანა ბაბოიანმა. როგორც ახალციხის რესურსცენტრის დირქტორი ხათუნა ხმალაძე აცხადებს, მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში კომპიუტერი სულ 60–მა მოსწავლემ მიიღო. განათლების სამინისტრო პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ახორციელებს. კომპიუტერებს ის მეათეკლასელები იღებენ, რომლებსაც მეშვიდე, მერვედა და მეცხრე კლასები ათ ქულაზე, დამრგვალების გარეშე აქვთ დამთავრებული.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია