გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კიდევ ერთხელ ეროვნულ გულგრილობაზე" - "მკითხველის მაგიდა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019

კიდევ ერთხელ ეროვნულ გულგრილობაზე

ანეkდოტი: რა სხვაობაა ინგლისელსა და ებრაელს შორის? ინგლისელი ამბობს, არ წავალო, მაგრამ მიდის. ებრაელი ამბობს წავალო, მაგრამ არ მიდის. ეს უკანასკნელი ბ.ივანიშვილზეა მორგებული, მაგრამ საინტერესოა, თუ რატომ არავინ დაინტერესედა, ეკითხა მაინც მათ მიერ გამორჩეული და ამორჩეული კანონმდებლობისთვის, თუ რას უნდა ნიშნავდეს, როცა მთავრობის მეთაური და ე.წ. სახელმწიფოს მეთაური მართავენ ქვეყანას დე-ფაქტოდ და არა დე-იურედ, როგორც ეს საუკუნეებია მიღებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში? კი მაგრამ მსგავსი რამ ნორმარულ ქვეყნებში მომხდარა? მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში და კერძოდ რუსეთში, კი ბატონო! რაც ნიშანდობლივია იმით, რომ თეორიულად მისი ხსენებაც არ გვინდა. პრაქტიკულად კი გადმოგვაქვს ყოველგვარი სიმახინჯე, ნაცვლად იმისა, რომ გადმოვიღოთ და დავნერგოთ მათთვის დახვეწილი სისტემა. ევროპიდან და კერძოდ სკანდინავიის ქვეყნებიდნ.

ბოლო 20-25 წელში რუსეთში ვისაც დილით ადრე ადგომა არ ეზარებოდა ყველა „ოლიგარქი“ გახდა.  მეტი, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოში. მათ შორის ჩვენი სასახელო შვილი ბიძინა ივანიშვლი.

 ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ  რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ერია. დღეისთვის კრიმინალურად წოდებული და არამარტო წოდებული. ანუ ეს ის სივრცეა მსოფლიო რუქაზე,  სადაც საკუთარი გავლენიანობისთვის ხდება უსაზიზღრესი და უსასტიკესი სისხლის სამართლის დანაშაული (იმისდამიუხედავად, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტს სტალინური მმართველობის პრეტენზია გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით არ იქნა და ვერ გაკეთა არჩევანი ჩე გევარასა  და ბერეზოვსკის შორის), რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ არარუსმა ბ.ივანიშვლმა როცა იმოდენა ერი შიმშილით, სიცივით და სამედიცინო მომsახურების გარეშე დარჩენილები, მილიონობით იხოცებოდა. ძალიან მოკლე დროში მილიარდობით დოლარი ჩაიჯიბა და ზედმეტსახელად „მარჩობელა“-ს სახელით საქართველოს მხსნელად მოევლინა. მაგრამ,  როცა ყველა ჩვენგანმა იცის, რომ დღევანდელი რუსეთი თავად მახრჩობელაა, ( შენ, ქართველო მინისტრო და პარლამენტარო, რით ხარ მათზე  უკეთესი, როცა 100 000 დოლარიანი მანქანით გადაადგილდები ბიუჯეტის ხარჯზე და აღარ გახსოვს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც წამალს ვერ ყიდულობს?) არაფერი ზემოთ ჩამოთვლილიდან აღა უნდა გაგვიკვირდეს და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ „ბისკვიტი“, რომელიც ივანიშვილმა წამოგვიგდო, მაგრამ  ყელში გაგვეჩხირა უნდა ამოვიღოთ და გადავაგდოთ, ვინაიდან რომც შევძლოთმისი ჩაყლაპვა, უკაცრავად და მონელება  შეუძლებელია. შეუძლებელია უპირველესად იმიტომ, რომ  დამამცირებელია.  ვიღაცას უთქვამს: „ვისაც სიძულვილი არ შეუძლია, ვერაფერ კარგს ვერ შეიყვარებსო“ აქსიომაა. ამიტომ, უნდ მოვნახოთ ჩვენს თავში ძალა, რომ  არ დავემსგავსოთ მთელი ერი იმ მანდილოსანს, რომელიც დაიღალა წინააღმდეგობის გაწევით და დანებდა მოძალადე „სადისტს“.

როცა ჩვენ თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ვართ უძველესი და უჭკვიანესი ერი, ეს შემოგდებული ტყუილია.

უძველესი და უჭკვიანესი დიდი ბრიტანეთია, რომელმაც საუკუნეებია გამოიმუშავა დამცველი მექანიზმი და თავშივე აფრთხილებს  ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს, რომ თქვენ იქნებით ხალხის მიერ დაქირავებული მმართველი, დიდი ჯამაგირით, მოიპარავ-დაგიჭერ“!

„კრიშკა“

 ასეთი განცხადება საქრთველოში ვინმემ ოდესმე გაუკეთა მომავალ ხელისუფლებას?

ყველაფერი ჩვენს ხელთაა, მთავარია ნება. წინ არჩევნებია. გადავარჩინოთ ქვეყანა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია