შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ოცნების’ მიერ ორგანიზებული ღონისძიება დასრულდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 დეკემბერი 2019
ფოტო:ნეტგაზეთირეგიონებიდან ჩასულმა მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე გამართულ „კონცერტზე“ ორი მუსიკალური ნომერი და ხელისუფლების წარმომადგნელთა სიტყვით გამოსვლები მოისმინეს. შეკრებილებს თავდაპირველად “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა მიმართეს. შემდეგ კი თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ და “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.„ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით. დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა. რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა? ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა. ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით",- განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ღონისძიება ფეირვერკებით დასრულდა.„დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა კონცერტი და უკვე წამოვედით“,- გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.აქციას სამცხე-ჯავახეთიდან რამდენიმე ათასი მონაწილე შუერთდა. თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებელები და ბაღის თანამშრომლები დილით მიკროავტობუსებით წავიდნენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია