შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში, ახალციხის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წარმომადგენლებმა გენდერული ძალადობის შესახებ საკითხებზე იმჯელეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2018
შეხვედრა დღეს, 27 ნოემბერს, 15:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.„მას შემდეგ რაც ქალაქი და თემი გაერთიანდა შეიქმნა გენდერული განყოფილება. ვმართავთ საინფორმაციო შეხვედრებს, გვინდა, რომ ხალხმა ოცოდეს საკთარი უფლებების შესახებ. ვსაურობთ იმ პრობლემებზე რაც არის საზოგადოებაში“, – ამბობს ახალციხის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე მანანა მოდებაძე და ამატებს, რომ ოჯახში ქალზე ძალადობის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს.კამპანიის მიზანია ქალთა მიმართა ძალადობის საკითხებზე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქსელის ოფისები სიმბოლურად ნარინჯისფრად მოირთვება, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ოფიციალური ფერია. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია