შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოზარ სუბარი და კახეთის გუბერნატორთან თუშეთში მოსახლეობას შეხვდნენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 დეკემბერი 2019

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი თუშეთში მოზამთრე მოსახლეობას შეხვდნენ.

გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მესამე წელია უსასყიდლოდ სარგებლობს.

მათივე ცნობით, რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, ზამთარში დამრჩენ პირთა რაოდენობაც გაიზარდა და წელს უკვე, თუშეთის ხუთ სოფელში: ომალოში, შენაქოში, ბოჭორნაში, ჩიღოში და ჭეშოში რჩება მოსახლეობა გამოსაზამთრებლად.

„თუშეთში დღეისათვის 60-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა, ბევრი მათგანი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე, თუშეთმა 15 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა.

გარდა ამისა, თუშეთში ფუნქციონირებს ამბულატორიაც და სეზონის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფებიც რეგულარულად ემსახურებიან სოფლებს.

თუშეთისთვის სამომავლო პერსპექტივად, კერძო ბიზნესის ინიციატივითა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, მუშავდება საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ამ დროისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრომ უკვე გადაცა 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთში შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგებასა და სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადეს კახეთის გუბერნიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია