შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარია კონგრესმენების კრიტიკაზე: ყველა სახის კრიტიკას სამუშაო რეჟიმში ვიღებთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში „ელჩების კონფერენცია 2019-ზე"ჟურნალისტებთან საუბრისას კონგრესმენების მიერ მის მიმართ გამოგზავნილ წერილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს კითხვები და ქართული მხარე მას უპასუხებს.

„მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას სამუშაო რეჟიმში ვიღებთ. არსებობს გარკვეული კითხვები და მას ვუპასუხებთ. ეს არის სწორედ  პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი“, - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო.

გარდა ამისა, გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ იგზამინერი" საქართველოში, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთ ვრცელ სტატიას უძღვნის. ტომ როგანი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის მიმართულებით მკაცრი გაფრთხილება უნდა გასცეს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია