შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა აკრძალულია“ - ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში საკრებულოში მისი ჟურნალისტის საკრებულოს ერთ-ერთ კაბინეტში ჩაკეტვას ეხმაურება: 

„ამ ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა, უკვე in effect აკრძალულია. 20 ივნისიდან მოყოლებული, პირველი, რასაც მთავრობის ოფიციალური შეიარაღებული ფორმირებები და მათ მიერვე მართული პარამილიტარული დაჯგუფებები აკეთებენ, ჟურნალისტების განეიტრალებაა, მათზე თავდასხმის, ნახევრად ლეტალური და რეზინის ტყვიებით მათთვის დამიზნებით სროლის, ჯანმრთელობის მძიმე და ხშირად სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გინება-შეურაცხყოფის, ფიზიკური ზეწოლის, ან ჟურნალისტური საქმიანობის სხვაგვარად შეზღუდვის გზით.“ - წერს გვრამია 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია