ბათუმში 23 წლის ნიკუშა ბუაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სოციალურ ქსელში მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი წერს, რომ ნიკუშა მისი მეგობრის ძმაა, რომელსაც სუიციდი ოჯახის მძიმე სოციალურმა ყოფამ აიძულა.
„წადით ამ ქვეყნიდან!! ეს ქვეყანა ჩვენი არ არის! ნიკუშამ, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა, დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე! იცით, რის გამო?!!! იმიტომ რომ ბინა გაუყიდეს!! იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა! იმიტომ, რომ ქირას ძლივს იხდიდა! იმიტომ, რომ თავი ტვირთად მიაჩნდა! იმიტომ, რომ უამრავი იმიტომ! იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვკლავს და გვახრჩობს!!! მეზიზღებით! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ქვეყნამ?! დიახ, ქვეყანამ!! იმიტომ, რომ არ აძლევს სუნთქვის საშუალებას ხალხს, გაჭირვების გამო ხალხი თავს იკლავს!!!!,მეზიიიზღებით!ძალიან მეზიზღებით!" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.