გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე, ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება"- სააკაშვილი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელში წერს:

"აი ამ ქალმა მარინა ჩოლოიანმა, მისმა უფროსმა მინისტრმა გომელაურმა და სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე. მანამდე გამოაძვრინეს ხორავას ქუჩის მსხვერპლთა და მაჩალიკაშვილის მკვლელები. ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება და ყველა იდიოტს ვინც ამ სტატუსს უპასუხებს "9 წლის შეხსენებით" ვურჩევ კარგად მიმოიხედოს აქეთ-იქით და იქნებ მიხვდეს თუ რა უბედურებაში ამოაყოფინა თავი ქვეყანას და საკუთარ თავსაც. საქართველოში უნდა გათენდეს!

ჩემი როგორც მშობლის გულრწფელი სამძიმარი ლუკა სირაძის ოჯახს."- წერს სააკაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია