შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამერიკელი კონგრესმენი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019
აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.წერილს, რომელიც კონგრესმენმა გამოქვეყნა, ხელს ის და დემოკრატი თანათავმჯდომარე ჯერალდ კონოლი აწერენ. ორივე მათგანი ავტორია საქართველოს მხარდამჭერი აქტისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ოქტომბერში დაამტკიცა.„ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩავარდა დაპირებული რეფორმები, რომლითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დანერგილიყო. საქართველო ამ რეფორმებზე წლებია მუშაობს, ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს პირობა მიეცა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ, ქართველ ხალხს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და დაამტკიცებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“.წერილში ხაზია გასმული ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარნტიორისადმი ერთგულებაზე:„საქართველო თითქმის სამი ათწლეულია აშშ-ის სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახლახან, აჩვენა საქართველოს ერთგულება საქართველოს მხარდაჭერის აქტის, H.R. 598-ის დამტკიცებით, რომელიც ამბობს, რომ აშშ კვლავაც ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აცხადებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ უერთგულოს თავის პირობას ქართველი ხალხის მიმართ. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება მომავალ წლებში“.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია