შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1 217 ლარია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2019
მონაცემები დღეს, 16 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ხელფასის მაჩვენებელი გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).2019 წლის მესამე კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი 1475 ლარია, ქალების საშუალო ხელფასმა კი მხოლოდ 924 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ქალების თვიურ ანაზღაურებას აღემატებოდა თითქმის ყველა სექტორში.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია