შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის საკრებულო - ფიქტიური ფრაქციები და ადგილობრივ ბიუჯეტზე დაგეშებული დეპუტატები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019

ყოველი წლის მიწურულს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და მერიებს შორის ძირითადი კომუნიკაციის მიზეზი მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება, კორექტირება და დამტკიცებაა.

მიუხედავად იმისა,რომ რაც დრო გადის საზოგადოების ცართულობის ხარისხიც ბიუჯეტის ფორმირების დროს იზრდება, მასში მთავარ როლს მაინც ამ ორი თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი პირები თამაშობენ.

ადგილობრივ არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ ბიუჯეტის ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელფასო ფონდზე და პრემიებზე მოდის და თვითმმართველობების ექსკლუზიური უფლემასოლების ფარგლებში არსებული აქტივობები დაუფინანსებელი რჩება

აქ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მერიის მიერ დაფინანსებულ ა(ა)იპებში არსებული მდგომარეობა, სადაც, როგორც ხშირად ხუმრობენ ხოლმე "დასაჯდომი ადგილი არაა" და ერთი ა(ა)იპის დირექტორისა, არ იყოს: "ღმერთმა დაიფაროს ვინც გაფორმებულია ყველა სამსახურში მოვიდეს თორემ ფეხზე დადგომითაც ვერ დავეტევითო".

იგივე მდგომარეობაა მერიაშიც, მიუხედავად ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებისა, ოზურგეთის "თეთღ სახლად" წოდებულ სამსართულიან შენობაში "კაბინეტები არ ყოფნით".

არადა ამავე შენობაში მოქმედი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, უკვე რამდენიმე წელია ისტორიას ჩაბარდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შეუერთადა.

თუმცა ყველაზე საინტერესო მოვლენები საკრებულოში მიმდინარეობს, იმის გამო რომ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან "რაც შეიძლება მეტი თანხები მიიღონ" ხელფასის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქმნება ფიქტიური ფრაქციები.

მაგალითისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რომ ფრაქცია შექმნა და დაარეგისტრირო ამისათვის სამი დეპუტატია საჭირო.

დღეისათვის ოზურგეთის საკრებულოში , რომლის შემადგენლობაც 46 ადგილით განისაზღვრება 8 ფრაქციაა.

თითოეული  ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური  სახელფასო სარგო 2 000 ლარს შეადგენს, მოადგილის სახელფასო სარგო კი 1 500 ლარია.

დღეს, საქართველოს ნებისმიერ საკრებულოში მმართველი პარტიის ფრაქცია რომ არსებობდეს - (ფრაქცია "ქართული ოცნება" თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე, კონჭკათის მაჯორიტარი, მოადგილეები გელა ჩავლეშვილი, ბოხვაურის მაჟორიტარი, მარიკა ჩხიკვიშვილი ("ქართული ოცმების " პარტიული სია) - ამაში გასაკვირი არაფერია.

არც ის არის გასაკვირი, რომ საკრებულოთა აბსოლიტურ უმრავლესობაში მთავარ ოპოზიციური ძალას თავისი ფრაქციები - (ფრაქცია ოზურგეთის მომავლისათვის" თავმჯდომარე ლევან მგელაძე, ქალაქ ოზურგეთის მაჟორიტარი; თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი; ადგილობრივი "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე, ამავე ორგანიზაციის პარტიული სია) - ჰყავს.

ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები", ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი თოიძე, ლიხაურის მაჟორიტარი; თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ღლონტი: მერიის მაჟორიტარი;

ალბათ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ "ლეიბორისტი" და "პატრიოტთა ალიანსი" ფრაქციის შესაქმნელად, ვინაიდან მათ დამოუკიდებლად საჭირო მანდატები ვერ მოიპოვეს - გაერთიანდნენ და ფრაქცია შექმნეს.

რა გააერთიანებდა დღეს "ლეიბორისტსა" და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივ ლიდერებს, თუ არა "ოზურგეთის მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისათვის" ზრუნვა და სწორედ ასე ჰქვია მათ ფრაქციას - ფრაქცია ფრაქციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე, ადგილობრივი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ამავე ორგანიზაციის პარტიული სია; თავმჯდომარის მოადგილე დავით მამალაძე, ადგილობრივ "ლეიბორისტთა ლიდერი; ამავე პარტიის პარტიული სია;

განსაკუთრებული ყურადღების ღირსად არც ფრაქცია "მრეწველები" ღირს, ფრაქაციის თავმჯდომარე ბახვა დოლიძე (("ქართული ოცმების " პარტიული სია), მოადგილე ლევან კილაძე მელექედურის მაჟორიტარი;

"დაბადებიდან  "მრეწველები" არიან"... და რა გინდა რომ უყო.

 აი მწვანეების ფრაქციაზე ღირს ორიოდე სიტყვის თქმა.

ფრაქცია "ქართული ოცნება მწვანეები", ფრაქციის თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილი ("ქართული ოცმების " პარტიული სია), მოადგილე ხათუნა ცერცვაძე, ("ქართული ოცმების " პარტიული სია),

ათეულობით მიტინგი, გამოსვლა, პიკეტი და საპროტესტო მსვლელობა ჩატარდა ოზურგეთის ყველა იმ სოფელში, სადაც მდინარე ცამოდის და ინერტული მასალების მოპოვება ხდება, ტავი რომ დავანებოთ სხვა იმ სახის აქტივობებს, რის მიმართაც ეს ფრაქცია მგრძნობიარე უნდა იყოს, მაგრამ არათუ სავალდებულოზე-მაგალითად ინერტული მასალების უკანონო მოპოვება, ხმა არც თავმჯდომარეს გენო ჩავლეშვილს და არც მოადგილეს ხათუნა ცერცვაძეს ამოუღიათ, არამედ ჟურნალისტებს საერთოდ არ გვინახავს ისინი ხალხის გვერდით.

ეტყობა ოზურგეთელ "მწვანეებს" მწვანე მარტო "დოლარი" გონიათ და აე ჰაი ჰარალედ დარიცხული ათასების ამავე დოლარში კონვენტირება.

აი ბოლო ორ ფრაქციასთან კი განსაკუთრებულკი კითხვითი ნიშნები გვაქვს.

თუ ზემოჩამოთვლი ფრაქციებს, რამდენიმეს, მორალური ან ეთიკური თვალსაზრისით შესაძლოა მიედავო, ვფიქრობ, რომ ამ ფრაქციასთან საქმე ელემენტარულ თაღლითობასა და საბიუჯეტო სახსრების მითვისებასთან გვაქვს.

ვგულისხმობ ფრაქციას - "ქართული ოცნება-კონსერვატორები"

რადგან საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფრაქციამ დატოვა და წესით, იგივე უნდა მომხდარიყო ადგილებზე, საკრებულოებში, თუმცა...

დავით ჭაკნელიძე, შრომის მაჟორიტარი დეპუტატი ხელმძღვანელობს ფრაქციას "ქართული ოცნება-კონსერვატორები", მისი მოადგილეა პაატა კიღურაძე, ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატი.

"გურიის მოამბე" ფრაქციის თავმჯდომარეს გაესაუბრა, როგორც დავით ჭაკნელიძეს, ასევე აცხადებს,  უმრავლესობის რიგებს არ დატოვებს.

მეტიც, ჭაკნელიძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ის უმრავლესობის, ანუ ხელისუფლების მიღმა დარჩეს. თუმცა კითხვაზე რჩება თუ არა აღნიშნულ პარტიაში, ჩამოყალიბებული პასუხი არა აქვს: მიმდინარეობს კონსულტაციები და პასუხი გვეცოდინება უახლოეს პერიოდში" აცხადებს ჭაკნელიძე და არ აკონკრეტებს რაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, რა განიხილება, როგორ რჩებიან ფრაქციების თავმჯდომარეებად თუ პარალელურად უმრავლესობას არ ტოვებენ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია