სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019
სუმბატ კიურეღიანის უახლესი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი (მშობლების გარდა) 170 ჰექტარ სასოფლო მიწას, საცხოვრებელ სახლს და სამ ავტომანქანას ფლობს. მას შემდეგ, რაც კიურეღიანი მშობლებთან აღარ ცხოვრობს, მან დედამისს სამი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა.კიურეღიანების ქონება 2019 წლის დეკლარაციის მიხედვითწელს, 22 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით, სუმბატ კიურეღიანის სახელზე 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთია, რომელიც მან 2007-2012 წლებში შეიძინა. მის საკუთრებაშია 2013 წელს 50 000 დოლარად შეძენილი Mercedes Benz G-500 და Ford-ის მარკის სატვირთო მანქანა, რომელშიც 2016 წელს 7 000 ლარი გადაიხადა. ხელფასის სახით კიურეღიანმა გასულ წელს 37 200 ლარი მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლის შემდეგ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე, სასნუჰი კიურეღიანი გორელოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე მხოლოდ უძრავი ქონება - 158 ჰექტარი სასოფლო მიწის ნაკვეთია სოფელ გორელოვკაში. ოჯახს ნაკვეთების შესაძენად 2015 წელს, 50 000 ლარი გადაუხდია. უძრავ და მოძრავ ქონებას ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, სეირან კიურეღიანიც: საცხოვრებელი სახლი ნინოწმინდაში მან 22 000 დოლარად შეიძინა; მის საკუთრებაშია 500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და Hyundai-ს მარკის ავტომობილი, რომელიც 23 000 დოლარად აქვს ნაყიდი.რას ამბობს საჯარო რეესტრის ამონაწერები კიურეღიანების უძრავ ქონებაზესუმბატ კიურეღიანის დედა, მარგარიტ კიურეღიანი კოოპერატივ „რკ სსკ-ს” და შპს „მეგობრობას“ ხელმძღვანელობს.საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე მშობლებთან აღარ ცხოვრობს, ორი მიწის ნაკვეთი გაყიდა, ერთი კი გააჩუქა. 2010 წელს შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი, სადაც ცხოველების სადგომი იყო განთავსებული სუმბატმა დედამისის შპს-ს მიჰყიდა. ამავე წელს, კოოპერატივ „რკ სსკ- ს“ გადაუფორმა 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 189 კვ.მ ფართი დედას, მარგარეტ კიურეღიანს აჩუქა. 2017 წლამდელ ქონებრივ დეკლარაციებში შპს „მეგობრობის“ შემოსავალი წელიწადში 50 000 ლარი იყო, კოოპერატივიდან მიღებული შემოსავალი კიურეღიანს დეკლარირებული არ ჰქონია. სუმბატ კიურეღიანის მამა, სეირან კიურეღიანი, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მის აკუთრებაში სახნავი, სათიბი, საძოვარი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია - ჯამში 131 ჰექტარი. სუმბატ კიურეღიანის 2017 წლამდელი დეკლარაციებით, სეირანის საკუთრებაში იყო სასოფლო სამეურნეო ტექნიკაც. სამეწარმეო საქმიანობის გარდა, უძრავ ქონებას ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის დედაც. მის საკუთრებაშია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 137 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სუმბატ კიურეღიანი ნინოწმინდის საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებს 2006 წლიდან იკავებს: 2010 წლამდე ის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო; 2010-2013 წლებში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2013 წლიდან კი ნინოწმინდის საკრებულო თავმჯდომარეა. ამ პერიოდში მას რვა დეკლარაცია აქვს შევსებული. [რობი ზარიძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია