შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი. მას ბრალად ჩვენების მიცემის იძულება ედება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა. მათი შეფასებით, ეს საქმე ააშკარავებს განათლების, მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობას."ამ პირობებში მიუღწეველი რჩება არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას", — წერია განცხადებაში.სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას თხოვენ. პარალელურად აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.[რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია