შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე გრიგოლი მოზარდების გარდაცვალებაზე: მიზეზები კომპლექსურია, მათ შორის სოციალური უთანასწორობა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქადაგებაში, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოზარდების მხრიდან მსგავსი ქმედების მიზეზები კომპლექსურია.

მეუფე საზოგადოებას ერთმანეთის ტკივილის გაზიარებისკენ და თანადგომისკენ მოუწოდებს.

„ძნელია იმის თქმა ვინ არის დამნაშავე. შეიძლება ადამიანები ეძებენ სახელებს და გვარებს, კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ აქ მიზეზი ბევრია. კომპლექსურია, მათ შორის სოციალური უთანასწორობა. ჩვენ გვჭირდება სულიერი ერთობა, ერთმანეთის ტკივილის გაზიარება და თანადგომა“, - განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია