შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვოლსკი: გერმანიაში ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს, გარდამტეხ პერიოდში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019

გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

"პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ეძახიან. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდებთან გარდამტეხ პერიოდში.

გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში. ეს გლობალური პრობლემაა, რომელსაც ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში", - ამბობს გია ვოლსკი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია