შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019

ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. ლენიმგორის სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნნის წინ, ე.წ. მოსამართლემ, ფატიმა ფარასტაევამ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, მან იხელმძღვანელა რუსეთის სისხლის სამართლის 322-ე მუხლით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთაში ქარველი ექიმი დამნაშავედ ცნო.

პროცესი დახურულ ფორმატში 5 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ცნობილია ისიც, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა. მას ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ის ამ დრომდე არ აღიარებდა ე.წ. საზღვრის დარღვევას და აცხადებდა რომ ცხინვალი საქართველოა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია