შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფეისბუქმა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება",- წერია განცხადებაში.ორგანიზაციის ცნობით, 316 000 დოლარია დახარჯული ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის. ფეისბუქის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა. ორგანიზაცია ადასტურებს ფეისბუქის შეფასებას, რომ ეს გვერდები მუშაობდა საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და საზოგადოებრივი უთანხმოების საგნად ქცეულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ისეთ მასალებს ავრცელებდა, რაც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობაში მისი მოკავშირეების პოზიციებს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდა საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია