შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019
როგორც ნეიროქირურგმა, არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე. მისივე თქმით არაა გამორიცხული მას კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს."პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალის. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ქალა ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, სადაც რამდენიმე დღე დარჩება“, - აღნიშნა არჩილ ჯვარშეიშვილმა.საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, თბილისში დაჭრეს.როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია