კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ედისონ რისერჩი“ – სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს – 45%-მა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2018

კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.

კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 58 პროცენტით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ხოლო 42 პროცენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს აქვს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი არჩევნების მეორე ტურში „გელაპმა“ ჩაატარა. გამოკითხულია 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

ცდომილება 2 პროცენტია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია