შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია" - სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 დეკემბერი 2019
ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ტაძართან განუცხადა, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია