შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო ევრობასკეტის მასპინძლობის უფლებას კარგავს - თბილისში ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზი არ აშენდება

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019
თბილისში ახალი სპორტის სასახლე, რომელსაც ევრობასკეტ 2021-ისთვის უნდა ემასპინძლა, აღარ აშენდება. ეს ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დაადასტურა.

„მოგეხსენებათ, ფიბას სტანდარტების დარბაზი უნდა აშენებულიყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა და მათი მხრიდან მზადყოფნაც იყო. თუმცა სამწუხაროდ დიღომში ახალი დარბაზის აშენება გამოირიცხა. მეორე რაც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია იყო, მაგრამ მიზეზების გამო ესეც შეუძლებელია.

ამიტომ, დაგვრჩა მესამე ვარიანტი, ახალი სპორტის სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 ათას მაყურებელს დაიტევს და რეკონსტრუქცია იანვარში დაიწყება. ჩემი აზრით, ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - თქვა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, თუმცა თუ თბილისში ფიბას შესაბამისი სტანდარტების დარბაზი არ იქნება, მასპინძლობა შესაძლოა სხვა ქყევანას გადაეცეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია